ბუნების ფოტოგრაფია
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ბუნების ფოტოგრაფიის შესწავლა და მზად არის თავგადასავლებისთვის. პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
კურსზე მონაწილეები გაეცნობიან სპეციალურ ფოტოტექნიკას და საჭირო აღჭურვილობას. პროგრამას გაუძღვებიან ფოტოგრაფები – თეიმურაზ პოპიაშვილი და ზაქარია სონღულაშვილი, რომლებიც სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით დაეხმარებიან უნარების განვითარებაში.
რას ისწავლი?
ბუნების ფოტოგრაფიის ტექნიკებს და აღჭურვილობის გამოყენებას
ლანდშაფტების და ბიომრავალფეროვნების გადაღების მეთოდებს
ფოტოხაფანგების გამოყენებას და ველური ცხოველების მოზიდვის ხერხებს
ფოტოისტორიების შექმნას და ვიზუალური თხრობის პრინციპებს
როგორ მიმდინარეობს სწავლება?
კურსის ძირითადი ნაწილი მოიცავს გარე პრაქტიკულ სესიებს. მონაწილეები იმუშავებენ საველე პირობებში, გადაიღებენ ველურ ბუნებას, ლანდშაფტებსა და ბიომრავალფეროვნებას. პერსონალური კონსულტაციების გზით ლექტორები დაეხმარებიან სტუდენტებს განივითარონ ფოტოგრაფიული ხედვა.
ვისთვისაა კურსი?
დამწყებებისთვის, ვისაც აინტერესებს ბუნების ფოტოგრაფია და უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
გამოცდილი ფოტოგრაფებისთვის, ვისაც სურს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება.
კურსი არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას.
სტუდენტმა თან უნდა იქონიოს ფოტოაპარატი ან სმარტფონი.
შემოგვიერთდი და შეისწავლე შენი ჰაბიტატი!
კურსის პერიოდი
27 - 30 მარტი (4 დღე)
ლოკაცია
ჰაბიტატი | ლაგოდეხი
ლექტორები
თეიმურაზ პოპიაშვილი
ზაქარია სონღულაშვილი
სტუდენტების რაოდენობა
12 მონაწილე
ღირებულება
1100 ლარი
ტრანსპორტირება, განთავსება და სამჯერადი კვება შედის კურსის ღირებულებაში
შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC
სილაბუსი
-
ფოტოხაფანგის შექმნის ისტორია და მისი გამოყენება
საველე გასვლა: კვალზე მუშაობა, ფოტოხაფანგებისთვის ადგილების შერჩევა და დაყენება,
ღამის ფოტოსესია
-
განათება და გადაღების ძირითადი პარამეტრები
საველე გასვლა: ოქროს საათი
-
მზის ამოსვლა და ფრინველების გადაღება
ფოტოტექნიკა და აღჭურვილობა
გადაღებული ფოტოების შეფასება
ფოტოების დამუშავება და ორგანიზება
-
საველე გასვლა: ფოტოხაფანგების მოხსნა
ფოტოხაფანგების ფოტოების შეჯამება
კურსის განმავლობაში გადაღებული საუკეთესო ფოტოების გამოვლენა
ლექტორი
თეიმურაზ პოპიაშვილი – ბუნების ფოტოგრაფი 15 წელზე
მეტი გამოცდილებით.
ფოტოგრაფიისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მისი საქმიანობა ველური ბუნების გადაღებასა და ბიომრავალფეროვნების დოკუმენტაციას მოიცავს.
2006-2011 წლებში მუშაობდა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, ხოლო მოგვიანებით – სახეობათა კონსერვაციის ცენტრში „ნაკრესი“, სადაც ბიომრავალფეროვნების კვლევით, ექსპედიციებითა და მონაცემთა ანალიზით იყო დაკავებული. პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავდა.
სწავლების პროცესში უპირატესობას ანიჭებს პრაქტიკასა და მაგალითებზე დაფუძნებულ მიდგომას, რაც ბუნების ფოტოგრაფიის შესწავლისას სტუდენტებს რეალურ გარემოში მუშაობის უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება.
ნამუშევრები
ლექტორი
ზაქარია სონღულაშვილი – ველური ბუნების ფოტოგრაფი და მკვლევარი 15 წლიანი გამოცდილებით.
სპეციალიზებულია ფოტოხაფანგების გამოყენებასა და ველური ბუნების დოკუმენტაციაში. წლებია აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების კვლევებში და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის: გომბორის ბიომრავალფეროვნების შესწავლა (2021-2023), „ფოცხვერის პოპულაციის სიმჭიდროვის კვლევა“ (2023-2024, „საბუკო“), რაჭის ბიომრავალფეროვნების შესწავლა (2004, „საბუკო“) და სხვა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გარემოსდაცვით ორგანიზაცია „საბუკო“-სთან, სადაც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და იშვიათი სახეობების აღრიცხვას ახორციელებს. 2016 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალებში, მათ შორის „ფრინველების ფესტივალი“ (აჭარა) და „ფოთის საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი“.
მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ორნითოლოგია, ხოლო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს იშვიათი სახეობების დაფიქსირებას, რომელთა ძიებასაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ეწეოდა.
Youtube არხი
ნამუშევრები